Accessibility links

site logo site logo

ანა დოლიძე: აიკრძალოს საარჩევნო უბნებზე მობილური ტელეფონის შეტანა


დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს, აკრძალოს საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონის შეტანა. მისი თქმით, ეს არის უმთავრესი ბერკეტი, „რომელიც რჩება ხელისუფლებას იმისთვის, რომ გააკონტროლოს ამომრჩევლის ნება და მოახდინოს მასზე ზეწოლა - კორპუსის მაცხოვრებლებზე, ამხანაგობების თავმჯდომარეების და ე.წ. ძველი ბიჭების მეშვეობით, ბაღის, სკოლის, საჯარო სამსახურის თანამშრომლებზე - ეს არის მოთხოვნა, რომ მათ გადაუღონ სურათი საარჩევნო ჯიხურში შემოხაზულ ბიულეტენს და ეს სურათი გაგზავნონ შესაბამის ადგილას“, - განაცხადა ანა დოლიძემ 8 სექტემბრის ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG