Accessibility links

site logo site logo

მეწყერმა 19 მეშახტე იმსხვერპლა პაკისტანში


2018 წელს დაღუპული მეშახტეების დაკრძალვა პაკისტანში

19-მდე გაიზარდა დაღუპულ მაღაროელთა რიცხვი პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მარმარილოს მაღაროში კვლავ არ იციან ხუთი მაღაროელის ასავალ-დასავალი.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველები ცდილობენ მაღაროში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების შველას.

ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

ტრაგედია 7 სექტემბრის გვიან ღამით დატრიალდა ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციაში.

მთაგორიან პაკისტანში, სადაც მრავალი მაღარო მოქმედებს, ასეთი ინციდენტები ადრეც მომხდარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG