Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთში მეხანძრე-მაშველს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა


სახნაძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს ერთ მეხანძრე-მაშველს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მეხანძრეს 4 სექტემბერს ჩაუტარდა გეგმური ტესტი, რის შედეგადაც პასუხი დადებითი აღმოჩნდა. 2 კვირით ადრე გეგმურმა შემოწმებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახლა მეხანძრე ფოთის საავადმყოფოშია გადაყვანილი, თავს კარაგდ გრძნობს და არ აღენიშნება ვირუსის კლინიკური გამოვლინებები.

"მეხანძრე-მაშველი ცვლაში 6 სექტემბერს მორიგეობდა. ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი, ვინც ამ დღეს მუშაობდა, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ეპიდემიოლოგები იკვლევენ ინფიცირების წყაროსა და კონტაქტებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 45-ით გაიზარდა, რაც ამ დროისათვის დღიური რეკორდული მაჩვენებელია.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 სექტემბრის დილის მონაცემებით 1729 შემთხვევას შეადგენს.

6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. საქართველოში გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, გარდაცვლილია - 19.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG