Accessibility links

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზენაესი კომისარი რუსეთს მოუწოდებს, გამოიძიოს ნავალნის „მკვლელობის მცდელობა“


მიშელ ბაჩელეტი, გაეროს უზენაესი კომისარი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში

გაეროს უზენაესმა კომისარმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, მიშელ ბაჩელეტმა, რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, გამოიძიოს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა და მას „მკვლელობის მცდელობა“ უწოდა.

„არაა საკმარისი უბრალოდ უარყოფა, რომ მოწამლეს და უარყოფა იმისა, რომ საჭიროა გულმოდგინე, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება“, - მიმართა რუსეთის ხელისუფლებას გაეროს წარმომადგენელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ნავალნი სერიოზული დანაშულის მსხვერპლი გახდა. ბაჩელეტი თვლის, რომ ოპოზიციონერი ნამდვილად საჭიროებდა სახელმწიფოს მხრიდან დაცვას, მაგრამ ვერ მიიღო.

8 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, გაეროს უწყების ხელმძღვანელი მიესალმება ბერლინის „შარიტეს“ საავადმყოფოს ცნობას, რომ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს, რომელშიც ის იმყოფებოდა 20 აგვისტოს შემდეგ.

განცხადებაში „აშკარა შეშფოთებაა“ გამოხატული ბოლო 20 წელიწადში რუსეთის მოქალაქეების მოწამვლის და მათზე თავდასხმის არაერთი შემთხვევის გამო თვით რუსეთში ან უცხოეთში. განცხადების ავტორის აზრით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ მსგავსი შემთხვევები სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, რაც უკანონობის მსგავს ატმოსფეროს ქმნის.

ნავალნი 20 აგვიტოს ტომსკიდან მოსკოვში გზად, თვითმფრინავში გახდა ცუდად და ომსკის საავადმყოფოში მოხვდა. შემდგომ ის გადაიყვანეს ბერლინში, სადაც მისი მკურნალობა გრძელდება.

7 სექტემბერს „შარიტეს“ ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი კომიდან გამოიყვანეს და ის გარე გამღიზიანებელზე რეაგირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG