Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ახალ შენობას აგებს ნათანზის ბირთვული ობიექტის მახლობლად, „მთის გულში“


ირანმა განაცხადა, რომ დაიწყო მიწისქვეშა დარბაზის მშენებლობა ურანის გამდიდრების ცენტრის მახლობლად ნათანზში, სადაც ივლისში მძლავრი აფეთქება მოხდა ბირთვულ ობიექტზე და შენობა, სადაც ცენტრიფუგები მდებარეობს, სერიოზულად დაზიანდა.

„გადაწყდა, აიგოს უფრო თანამედროვე, დიდი და ფართო დარბაზი ყველა განზომილებით მთის გულში, ნათანზის მახლობლად, განაცხადა 8 სექტემბერს ირანის ატომური ენერგეტიკის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალი აქბარ სალეჰიმ, იტყობინება ირანის სახელმწიფო ტელევიზია. რა თქმა უნდა, მუშაობა დაწყებულია დასძინა სალეჰტიმ.

ოფიციალური პირების თქმით, ინციდენტი ნათანზის ატომურ ობიექტზე, რომელიც თეირანიდან 250 კილომეტრშია, საბოტაჟის შედეგი იყო და მას შეუძლია შეაყოვნოს ურანის გასამდიდრებელი სრულყოფილი ცენტრიფუგების განვითარება. ინციდენტის შემდეგ გამოქვეყნებულ სურათებზე და თანამგზავრების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს იმ შენობის სერიოზული დაზიანების კვალი, სადაც ცენტრიფუგები მდებარეობს.

ირანმა გამოაცხადა, რომ მიაგნო სავარაუდო საბოტაჟის მონაწილეებს, მაგრამ ამ საქმის დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ზოგი მიმომხილველი ვარაუდობს, რომ აფეთქების, როგორც ჩრდილოვანი ომის ნაწილის უკან შეიძლებოდა მდგარიყვნენ აშშ და ისრაელი, რათა ხელი შეუშალონ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG