Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსმა" მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა თბილისსა და რეგიონებში 


„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიება გაიმართა თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან გამართულ შეკრებაზე „პატრიოტთა ალიანსმა" წარადგინა მაჟორიტარი კანდიდატები.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილი კენჭს ნაძალადევის საარჩევნო ოლქში იყრის.

პარტიის „ფეისბუკის" გვერდის თანახმად, მიუხედავად ძლიერი წვიმისა და ქარისა, პარტიის მხარდამჭერები წარდგენას ბოლომდე ესწრებოდნენ.

ინაშვილის გარდა „პატრიოტთა ალიანსიდან" თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან:

გლდანი - მერაბ ჭიქაშვილი;

ვაკე - ნანა დევდარიანი;

სამგორი - გურამ ნიკოლეიშვილი;

საბურთალო -კახა ძაგანია;

დიდუბე - არჩილ ბენიძე;

მთაწმინდა - მალხაზ თოფურია.

რეგიონები:

მცხეთა-მთიანეთი - სოსო შატბერაშვილი;

საგარეჯო - სოსლან გარსევანიშვილი;

ზუგდიდი - ოთარ ჭითანავა;

თელავი - სოსო პარწიკანაშვილი;

გორი - კობა მაზანაშვილი;

ოზურგეთი - შოთა გოგიბერიძე;

ჭიათურა - გიორგი კასრაძე;

ქობულეთი – ამირან ტაკიძე

ბათუმი – ზურაბ გაბაიძე

ხელვაჩაური, ქედან, შუახევი, ხოლო – ზორბეგ ბერიძე

რუსთავი - პაატა ჯიბლაძე;

მარნეული - მახირ იუსუპოვი;

მარტვილი - აბაშა - ჩხოროწყუ - წალენჯიხა - ვიქტორ ცაავა;

ფოთი - ხობი - სენაკი - თეიმურაზ ფანჩულია;

ამბროლაური - ონი - ცაგერი - ლენტეხი - მესტია - ერეკლე საღლიანი;

ახალქალაქი - არტაშე საკოფიანი.

პარტია არჩევნებზე პარტია „მემარცხენე ალიანსთან" ერთად გამოდის.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG