Accessibility links

საქართველოს რაგბის კავშირი: „იმედია, ოფიციალურ სიახლეს მალე გაცნობებთ“


ბრიტანეთის სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის ექვსი ერის საშემოდგომო ექსპერიმენტულ ტურნირს ფიჯის გარდა დაემატება საქართველო.

საქართველოს რაგბის კავშირი პირველად გამოეხმაურა შემოდგომაზე გასამართი სანაკრებო ტურნირის თემას და დაადასტურა, რომ „რვა ერთან“ დაკავშირებით აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

„ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძლია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს პრემიერ მინისტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს, როგორც მსოფლიო რაგბის, ასევე ექვსი ერის წარმომადგენლებთან... ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, ოფიციალურ სიახლეებს მალე გაცნობებთ“, - წერია რაგბის კავშირის ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბრიტანეთის სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის ექვსი ერის საშემოდგომო ექსპერიმენტულ ტურნირს ფიჯის გარდა დაემატება საქართველო, რომელიც ჯგუფში ინგლისთან, უელსსა და ირლანდიასთან ერთად ითამაშებს. მეორე ჯგუფში იქნებიან: საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია და ფიჯი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG