Accessibility links

პენტაგონი 40%-ით შეამცირებს ერაყში არსებულ სამხედრო ბაზას


ამერიკელი სამხედროები ტაჯის ბაზაზე, ერაყში

აშშ-ის სამხედრო უწყებამ 9 სექტემბერს დაადასტურა ცნობა, რომ 40%-ით შეამცირებს ერაყში არსებულ სამხედრო ბაზას.

ამ ცვლილების შედეგად, რომელიც მიმდინარე თვეში განხორციელდება, ერაყში დარჩება 3 000 ამერიკელი ჯარისკაცი, ნაცვლად დღევანდელი 5 200-ისა.

„როგორც პარტნიორები, ჩვენ ვაფართოებთ დახმარების პროგრამებს, რაც აძლიერებს ერაყის არმიას და შესაძლებლობას გვაძლევს, შევამციროთ სამხედრო ყოფნა ერაყში“, - განაცხადა 9 სექტემბერს გენერალმა ფრანკ მაკენზიმ, ერაყში განლაგებული ამერიკული სამხედრო ძალების მეთაურმა.

2003 წლის სამხედრო ინტერვენციისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამხედრო ძალები ერაყის ტერიტორიაზე 8 წლის განმავლობაში რჩებოდნენ და ქვეყანა 2011 წელს დატოვეს.

თუმცა ამერიკული ქვედანაყოფი ერაყში დაბრუნდა 2014 წელს მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ერაყის დიდი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG