Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ ბაქოში ათობით ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციის გამართვის მცდელობისთვის


პოლიციამ ბაქოში დააკავა ათობით დემონსტრანტი, რომლებმაც 9 სექტემბერს საპროტესტო აქციის მოწყობა სცადეს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის წინ, საპატიმროში მყოფი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტოფიკ იაკუბლუს, გათავისუფლების მოთხოვნით.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, აქტივისტებს პოლიციამ საკონსტიტუციო სასამართლომდე მისასვლელი ყველა გზა მოუჭრა.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „თავისუფლება ტოფიკს“. მალევე ისინი პოლიციამ დააკავა და ძალით შეყარა ავტობუსებში.

სხვებთან ერთად პოლიციამ დააკავა იაკუბლუს ცოლიც.

ოპოზიციური პარტია „მუსავატის“ თავმჯდომარის მოადგილე ტოფიკ იაკუბლუს ბაქოს სასამართლომ 2 სექტემბერს, 4 წლითა და სამი თვით მიუსაჯა პატიმრობა „ხულიგნობისთვის“.

სასამართლომ პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს იმ მძღოლზე ფიზიკურ ძალადობაში, რომელიც მის მანქანას დაეჯახა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და პროტესტის ნიშნად მეშვიდე დღეა შიმშილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG