Accessibility links

სერბი სამხედროები არ მიიღებენ მონაწილეობას წვრთნებში რუსებთან და ბელარუსებთან ერთად


ალექსანდრ ვულინი სერბ სამხედროებთან ერთად

სერბეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტა, რომ უახლოეს ნახევარ წელიწადში სერბი სამხედროები აღარ მიიღებენ მონაწილეობას ერთობლივ სამხედრო წვრთნებში სხვა ქვეყნებთან ერთად.

ამის შესახებ სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა განაცხადა 9 სექტემბრის სამთავრობო სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით სერბეთი იმყოფება სერიოზული და დაუმსახურებელი ზეწოლის ქვეშ ევროკავშირის მხრიდან.

„ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ ბელარუსში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე,“- განაცხადა ვულინმა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება სერბეთის ევროპულ მომავალს.

სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.

ამ განცხადების შემდეგ მალევე, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მინსკს ბელგრადიდან არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება, რომ სერბი სამხედროები არ მიიღებენ მონაწილეობას გეგმურ სამხედრო სწავლებაში „სლავური ძმობა 2020“.

„წვრთნები გეგმიური რეჟიმში ჩატარდება“, - მოჰყავს ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, იგორ გრემეშკევიჩის, სიტყვები რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.

ადრე გავრცელებული ცნობით, საერთაშორისო ანტიტერორისტული სწავლება „სლავური ძმობა“ 10-15 სექტემბერს გაიმართება ბელარუსის, სერბეთისა და რუსეთის მონაწილეობით.

გასულ წელს ყოველწლიური მანევრები სერბეთის ტერიტორიაზე ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG