Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 21-ით გაიზარდა


თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21-ით გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტირება სულ 73 ადამიანს ჩაუტარდა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 53 პაციენტი მკურნალობს. მათგან 6 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, 11 კი საშუალო სიმძიმის პაციენტად მიიჩნევა.

ამ დროის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი სულ დადასტურებული აქვს 557 ადამიანს, მათგან 158 გამოჯანმრთელდა, 5- გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG