Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დაუსწრებლად დააპატიმრა 65 რუსული თვითმფრინავი ყირიმში ფრენების გამო


უკრაინის პროკურატურამ დაუსწრებლად დააკავა რუსეთის ავიაკომპანიების კუთვნილი 65 თვითმფრინავი, რომლებიც ფრენებს ანექსირებულ ყირიმში ასრულებდნენ.

ოფიციალური ფორმულირებით, დაკავება მოხდა „ უცხოეთის ავიაკომპანიების თანამდებობის პირების მიერ საერთაშორისო ფრენებისა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა-გამოსვლის წესების დარღვევის გამო“.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისის ცნობით, დაკავება მოხდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყირიმის სამმართველოს გამოძიების საფუძველზე, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროცესუალური ხელმძღვანელობით.

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე მოახდინა. ხელისუფლებამ ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე შეიყვანა ჯარი და მოაწყო რეფერენდუმი ყირიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ, რომლის შედეგები არ აღიარეს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაეროს ათობით სხვა ქვეყანამ.

უკრაინა ყირიმს მიიჩნევს მის თავის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად. 2014 წლის მარტიდან ქვეყანამ დახურა ნახევარკუნძულის საჰაერო სივრცე "საჰაერო მიმოსვლის მენეჯმენტში ფრენების უსაფრთხოების კონტროლის შეუძლებლობის გამო".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ნახევარკუნძულის საკუთრების საკითხი "მთლიანად დახურულია". მოსკოვი ყირიმის ანექსიას ისტორიული სამართლიანობის აღდგენას უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG