Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია კალესნიკავა აცხადებს, რომ უშიშროების თანამშრომლები მას სიკვდილით ემუქრებოდნენ


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, მარია კალესნიკავა, აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ ბელარუსის უშიშროების (კგბ) თანამშრომლები მას სიკვდილით ემუქრებოდნენ, შემდეგ კი მას თაცზე შავი ტომარა ჩამოაცვეს, შეაგდეს მიკროავტობუსში და ბელარუს-უკრაინის საზღვარზე მიიყვანეს.

კალესნიკავას მიერ ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ივან ნოსკევიჩის სახელზე, საკანში დაწერილი მიმართვა, მისმა ადვოკატმა, ლიუდმილა კაზაკმა, გადასცა საინტერნეტო გამოცემა„ტუტ. ბის“-ს.

წერილში კალესნიკავა ქრონოლოგიურად აღწერს მის დაკავებას 7 სექტემბერს მინსკში, საზღვარზე მისი იძულებით გადაყვანის ამბავს და შემდეგ საგამოძიებო იზოლატორში მოთავსებას, სადაც ის 9 სექტემბრიდან იმყოფება.

მარია კალესნიკავა და მასთან ერთად, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს კიდევ პრეზიდიუმის წევრი, მაქსიმ ზნაკი დაპატიმრებული არიან ერთ საქმეზე, რომელიც საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა „ძალაუფების ხელში ჩაგდების თაობაზე მოწოდებების“ მუხლით.

კალესნიკავა საკანში მოინახულა მისმა ადვოკატმა, ლიუდმილა კაზაკმა, რომლის სიტყვებით, მარია თავს მხნედ გრძნობს.

თუმცა სხეულზე აქვს ჩალურჯება და იტკიებს ხელს, რადგან დაკავების შემდეგ ძალით შეათრიეს მანქანაში.

ადვოკატს გაპირებს, მოითხოვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG