Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული გაზეთის თანახმად, ჩეჩენი მოზარდი, რომელიც მისი შეურაცხყოფის ამსახველ ვიდეოში იყო გადაღებული, გაიტაცეს.


ჩეჩენი მოზარდი, აქტივისტი, რომელიც ბოლოდროინდელი ვიდეოს მიხედვით, აწამეს და შეურაცხჰყვეს, ჩეჩნეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, იუწყებოდა დამოუკიდებელი რუსული გაზეთი "ნოვაია გაზეტა" 9 სექტემბერს.

გაზეთის თანახმად, 19 წლის სალმან ტეპსურკაევი 5 სექტემბერს გაიტაცეს, როცა ის ჩეჩნეთის გარეთ იმყოფებოდა და შემდეგ დღემდე დაკავებული იყო ტერეკის საგანგებო ოპერაციების განყოფილების ბაზაზე, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში - როგორც ტეპსურკაევის მობილური ტელეფონის სიგნალის მიხედვით ირკვევა.

7 სექტემბერს, გვიან საღამოს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მუხლებზე დაჩოქილი, შიშველი ადამიანი ამბობს, რომ იგი ტეპსურკაევია და რომ იგი „ტელეგრამის“ 1ADAT-ის ოპოზიციური არხის ადმინისტრატორი იყო.

"მე თავს ვისჯი", ამბობს ის, შემდეგ ბოდიშს იხდის და შუშის ბოთლზე ჯდება. ვიდეომ სენსაცია მოახდინა მთელი ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკაში.

მეორე ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამის პროსახელისუფლებო არხზე გამოქვეყნდა 9 სექტემბერს, ტეპსურკაევი განმარტავს, რომ მან პირველი ვიდეო იმიტომ გადაიღო, რომ კამათი ჰქონდა 1ADAT-ის ხელმძღვანელობასთან, და რომ ის ნანობს იმ განცხადებების გამო, რომლებიც ჩეჩნეთის პოლიციისა და სხვა სახელისუფლებო ორგანოების მისამართით გააკეთა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა, "მემორიალმა", რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაადგინოს ტეპსურკაევის ადგილსამყოფელი და ჩაატაროს გამოძიება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG