Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა მაღაროელმა თავი მიიბა მაღაროში და ლუკაშენკას გადადგომას მოითხოვს


ბელარუსი მაღაროელი იური კორზუნი, 10 სექტემბერი
ბელარუსი მაღაროელი იური კორზუნი, 10 სექტემბერი

ბელარუსში, „ბელარუსკალის“ მაღაროელმა, იული კორზუნმა ხელბორკილით მიიბა თავი და მაღაროში, 300 მეტრის სიღრმეზე და უარს ამბობდა ზემოთ ამოსვლაზე, სანამ არ შესრულდება მოთხოვნათა რიგი, მათ შორის ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკას გადადგომა. მან მაღაროში ოთხი საათი დაჰყო.

ამის თაობაზე გაავრცელა ცნობა საწარმოს „საგაფიცვო კომიტეტმა“.

საწარმოს დირექტორისთვის მიმართვაში, მისი ფოტო კორზუნმა „ვკონტაკტეში, თავის გვერდზე, გამოაქვეყნა, ის ასევე მოითხოვს შეწყდეს მუშების დაშინება და დათხოვნა, საგაფიცვო კომიტეტის წევრების განთავისუფლება, შეწყდეს უცნობი პირების მიერ ხალხის გატაცება, შეწყდეს მშვიდობიან საპროტესო გამოსვლების მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორება.

კორზუნის თქმით, ის მთელი ცხოვრება იყო აპოლიტიკური, მაგრამ წელს ლუკაშენკას ქმედებამ მას სხვა არჩევანი არ დაუტოვა. „მის დაქვემდებარებაში მყოფმა
ყველა ძალოვანმა სტრუქტურამ გადაჭარბა უფლებასმოსილებას, ისინი სცემენ, აწამებენ და ძალას ხმარობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე და უბრალო გამვლელებზე, და დაუსჯელი რჩებიან. 80 ადამიანია უგზო უკვლოდ დაკარგული. ყველამ იცით, რას აკეთებს დამნაშაე, რომელიც დაუსჯელად გრძნობს თავს. ის დანააშულს იმეორებს", წერდა კორზუნი თავის გვერდზე „ვკონტაკტეში“.


აქციის დაწყებიდან ოთხ საათში კორზუნი მაღაროდან ძალით ამოიყვანეს, გააგზავნეს საავადმყოფოში. ცნობით, კორზუნის თანახმად, ის გასინჯეს და გაუშვეს. მაღაროელი იმედს გამოთქვამს, რომ არ დააკავებენ და გარკვეული დროის შემდეგ შეუერთდება გაფიცულებს.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას, ისინი მთავრობას ბრალად სდებენ კენჭისყრის გაყალბებას. მთავრობა განაგრძობს ოპოზიციის ლიდერების დევნას და დაკავებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG