Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან დაკავშირებული პირები, მათ შორის უკრაინელი კანონმდებელი, აშშ-ის შავ სიაში მოხდნენ არჩევნებში ჩარევის გამო


ფეისბქუკის საკუთრებაში მყოფი ინსტარგამის პოსტები, რომლებიც ფეისბუკმა წაშალა მას მერე, რაც დადგინდა, რომ რუსული წარმოშობისა იყო და უკავშირდებოდა "ინტერნეტ-გამოძიების სააგენტოს“
ფეისბქუკის საკუთრებაში მყოფი ინსტარგამის პოსტები, რომლებიც ფეისბუკმა წაშალა მას მერე, რაც დადგინდა, რომ რუსული წარმოშობისა იყო და უკავშირდებოდა "ინტერნეტ-გამოძიების სააგენტოს“

აშშ-მა განაცხადა, რომ სანქციები დაუწესა უკრაინელ კანონმდებელს და „რუსეთთან დაკავშირებულ“ სამ პირს, რომლებმაც ბრალდებათ აშშ-ის საარჩევნო პროცესში ჩარევა.

აშშ-ის ფინანსთან სამინისტროს თანახმად, 10 სექტემბერს სანქციები დაუწესდათ სამ რუსს, რომლებიც მუშაობენ „ინტერნეტ-გამოძიების სააგენტოში“, რომელიც „ტროლების ფაბრიკის„ სახელით არის ცნობილი. შავ სიაში მოხვდა ასევე უკრაინის პარლამენტის, ვერხოვნა რადას დეპუტატი, ანდრეი დერკაჩი.

„რუსეთი იყენებს ბევრ მერიონეტს თავის მცდელობებში, უთანხმოება დათესოს პოლიტიკურ ჯგუფებს შორის“ რათა ზეგავლენა მოახდინოს ამომრჩევლებზე, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. უწყება თვლის, რომ დერკაჩი უკვე ათ წელიწადზე მეტია, ითვლება აქტიურ რუს აგენტად და მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის სპეცსამსახურებთან“. დერკაჩი და სხვა რუსი აგენტები იყენებენ მანიპულაციას და მოტყუებას, რათა ზეგავლენა მოახდინონ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში არჩევნებზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პირები რომლებიც სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ „ინტერნეტ-გამოძიების სააგენტოში“ მუშაობენ, დაკავებული იყვნენ სააგენტოს კრიპტოვალუტის ანგარიშებით და ამით „ხელს უწყობდნენ მის ბოროტგაზრახულ ქმედებას ამერიკელთა წინააღმდეგ“.

სანქციები ითვალისწინებს ამ პირების აქტივების გაყინვას ყველგან, სადაც აშშ-ის იურისდიქცია მოქმედებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG