Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ტესტირება კი სულ 85 ადამიანს ჩაუტარდა.

მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის თანახმად, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 53 პაციენტი მკურნალობს. მათგან 6 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 11-ის კი საშუალო სიმძიმის.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 572-ია. მათგან 164 გამოჯანმრთელდა, 6 - გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG