Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი რუსეთთან უახლოეს დღეებში გაიხსნება


რუსეთის კორონავირუსის გავრცელებისაგან დაცვის ოპერატიულმა შტაბმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დე ფაქტო საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. უახლოეს დღეებში რუსეთის მთავრობის განკარგულებას მოეწერება ხელი.

„სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის გახსნის შესახებ. შესაბამისი განკარგულება მთავრობის მეთაურის, მიხაილ მიშუსტინის მიერ უახლოეს დღეებში იქნება ხელმოწერილი“, - უთხრეს ჟურნალისტებს ოპერატიულ შტაბში, რომლის სხდომასაც მთავრობის ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა უძღვებოდა.

30 აგვისტოს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთს დე ფაქტო საზღვრის 15 სექტემბერს გახსნა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით მან ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, პაციენტების მიღების მიზნით გაზარდოს მედიკამენტების მარაგი.

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე ბიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში რუსულ მხარესთან შეთანხმებულ იქნება ე.წ. რესპუბლიკის ყველა მოქალაქისა და რუსეთის მოქალაქეთა მიერ დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთისას თანაბარი პირობების შექმნის შესახებ მოქმედებები.

კორონავირუსის პანდემიის გამო ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი რუსეთთან ფედერაციასთან მაისიდანაა ჩაკეტილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG