Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა


ადგილზე კარანტინის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბაზის ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა. ტრენერი, რომლის ინფიცირება რუსთავის კლასტერს უკავშირდება, მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

კარანტინში რჩება ის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ტრენერთან.

რაც შეეხება საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე მყოფ პირებს, მათ ტესტირება უკვე გაიარეს, თუმცა კორონავირუსი არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG