Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაიკროსოფტი“ აცხადებს, რომ რუსმა, ჩინელმა და ირანელმა ჰაკერებმა მიზანში ამოიღეს ბაიდენისა და ტრამპის საარჩევნო კამპანიები


კომპანია „მაიკროსოფტი“ (Microsoft) აცხადებს, რომ ჰაკერებმა, რომლებიც რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან არიან დაკავშირებული, მიზანში ამოიღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მის დემოკრატ ოპონენტ, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიებთან დაახლოებული პირები და ორგანიზაციები.

ტექნოლოგიური გიგანტის მიერ 10 სექტემბერს გაკეთებული განცხადების პარალელურად, „მაიკროსოფტმა“ გააფრთხილა ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მთავარი კონსულტანტი, რომ იგი მიზანში ამოიღეს იმავე რუსმა ჰაკერებმა, რომლებიც ჩაერივნენ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„მაიკროსოფტში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ ახლად გამოვლენილი ეპიზოდი მხოლოდ ნაწილია უფრო ფართო გეგმისა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს 3 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაბმული პოლიტიკური კამპანიებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების საიდუმლო მონაცემები.

აშშ-ის დაზვერვამ აგვისტოში განაცხადა, რომ რუსები უპირატესობას ანიჭებენ რესპუბლიკელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ხოლო ჩინელები - ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს.

მაგრამ „მაიკროსოფტში“ ამბობენ, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ჰაკერების სამიზნეს წარმოადგენს „არჩევნებთან დაკავშირებული მაღალი რანგის ინდივიდები“, მათ შორის, ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლები.

ექსპერტების თქმით, ჩინელი ჰაკერები ძირითადად ნადირობენ სადაზვერვო ცნობებზე ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მოსაპოვებლად, მაშინ როცა მოსკოვი ჰაკერული გზით მოპარულ მონაცემებს იარაღად იყენებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების დესტაბილიზაციის მიზნით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, 10 სექტემბერს უარყო ამერიკულ მედიაში ჰაკერული თავდასხმების შესახებ, ჯერ კიდევ „მაიკროსოფტის“ განცხადებამდე, გავრცელებული ცნობები. „ეს ძალიან წააგავს ბოდვას, რომელსაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ პატივცემული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ“, - უთხრა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG