Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე კორონავირუსზე ტესტირების პასუხის მიღებამდე თვითიზოლაციაში რჩება


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ კორონავირუსზე ტესტი აიღო და თვითიზოლაციაში ამ ტესტის პასუხის მიღებამდე დარჩება:

„1. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს;
2. სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონა ვირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ;
3. მიუხედავად ამისა ერთი საათის წინ ჩავაბარე როგორც პისიარ, ასევე ანტისხეულებზე ტესტი;
4. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში;
5. თაკოსთან ყველა კონტატქში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ;
6. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან;
7. იმედი მაქვს იქნება საკმარისის ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის“, - წერს გიორგი ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ძვირფასო მეგობრებო დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ!“ - წერს ჩაკვიანი საკუთარ ფეისბუკგვერდზე. მედიაში კი მან გამოთქვა მოსაზრება, რომ დაინფიცირდა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილისგან, რომელთან ერთადაც ერთ-ერთ ტელევიზიაში ინტერვიუზე იმყოფებოდა და საერთო მიკროფონით ისარგებლეს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 87-ით გაიზარდა.

ამ დროისათვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სულ 1917-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 1354, გარდაცვლილია - 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ კი საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG