Accessibility links

ხვალიდან პედაგოგების ტესტირება დაიწყება


12 სექტემბრიდან დაიწყება იმ პედაგოგების კოვიდინფექციაზე ტესტირება, რომლებსაც წელს, აგვისტოში, ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ. რუსთავის მერიის უსაფრთხო გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ბეგაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსთავში ასეთი პედაგოგი 82 აღმოჩნდა.

„განათლების სამინისტრომ მსგავსი ისტორიის მქონე პედაგოგების სია ყველა რეგიონში მოიძია და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაუგზავნა. რუსთაველი პედაგოგების ტესტირება, სავარაუდოდ, ერთ დღეში დასრულდება“, - თქვა დავით ბეგაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სწავლა დიდ ქალაქებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში მოსწავლეები საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს აღარ წავლენ, ისინი სწავლას დისტანციურად დაიწყებენ. დავით ბეგაშვილის თქმით, 11 სექტემბერს გამოვლენილი 87 ინფიცირებულიდან 5 რუსთაველია. „აქედან სამი, ერთი ოჯახის წევრია. მათი დაინფიცირების წყარო ცნობილია. ისინი ისვენებდნენ ბათუმში. სხვა ორი ინფიცირებული კი დადასტურებული კონტაქტებიდანაა. ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ“, - დასძინა ბეგაშვილმა. მისივე ცნობით, კლინიკა რუსთავში, სადაც მედდას კორონავირუსი აღმოაჩნდა, ტესტირება 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა და არც ერთს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა. ამჟამად კლინიკის 14 თანამშრომლის ნაწილი იზოლაციაშია, ნაწილი კი კარანტინში გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG