Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, დაკითხვა სურს ბერლინში


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკითხვა ბერლინში, სადაც ის მკურნალობას გადის, მას შემდეგ, რაც გერმანელი ექიმების განცხადებით, არსებობს "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება", რომ იგი მოწამლული იყო ნერვული აგენტით, რაც ეწინააღმდეგება რუსი კოლეგების მოსაზრებას, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათ საწამლავის არანაირი კვალი არ უპოვიათ.

11 სექტემბერს, სამინისტროს სატრანსპორტო პოლიციის მმართველობის განყოფილებამ ციმბირში, განაცხადა, რომ ნავალნის მედიკამენტოზური კომიდან გამოსვლის შემდეგ ამ კვირის დასაწყისში, ის ამზადებს მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გერმანიის ხელისუფლებამ თავის გამომძიებლებს - 44 წლის ასაკის, კრემლის ღია კრიტიკოსისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის - დაკითხვაში მონაწილეობის უფლება მისცეს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბერლინს ჯერ არ მიუღია ოფიციალური მოთხოვნა მოსკოვიდან ამ საკითხთან დაკავშირებით.

აგვისტოს ბოლოს, ციმბირის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვისკენ მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას, ნავალნი შეუძლოდ გახდა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა საგანგაშო დაჯდომა განახორციელა ომსკში.

ომსიკდან ნავალნი ბერლინის კლინიკა შარიტეში გადააფრინეს. გერმანიის სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტის შედეგად, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება" მიუთითებდა, რომ ნავალნი საბჭოთა ტიპის ნერვული აგენტით იყო მოწამლული, რაც კრემლმა კატეგორიულად უარყო, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მას "უსაფუძვლო" უწოდა 11 სექტემბერს.

რუსეთის ადამიანთა უფლებების დამცველები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები, აგრეთვე, ნავალნის ნათესავები და მასთან დაკავშირებული პირები კი აცხადებენ, რომ ნოვიჩოკის, სამხედრო კლასის ნერვული აგენტის, გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ამ მოწამვლის თაობაზე.

დასავლელმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათაც მიაჩნიათ, რომ მოწამვლა, სავარაუდოდ, რუსული ხელისუფლების შეკვეთა იყო და მოუწოდეს მოსკოვს, დაემტკიცებინა, რომ მას არ მიუღია ამაში მონაწილეობა.

შემთხვევას მოჰყვა საერთაშორისო მოწოდებები რუსეთის მიმართ, ჩაეტარებინათ გამჭვირვალე გამოძიება ან მოელოდა სანქციები, მაგრამ მოსკოვმა არ დაიწყო გამოძიება და განაცხადა, რომ მის ექიმებს საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ.

11 სექტემბრის განცხადებაში, ციმბირის სატრანსპორტო პოლიციამ აღნიშნა, რომ ატარებს "შემოწმებებს" მომხდართან დაკავშირებით, და გამოაქვეყნა რამდენიმე დასკვნა ნავალნის მოქმედებების შესახებ.

კრემლმა განაცხადა, რომ ბერლინს არ უპასუხია მის თხოვნაზე - გაცნობოდა სამედიცინო მონაცემებს, რომლის საფუძველზეც გაკეთდა განცხადება ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლის შესახებ.

თუმცა, ომსკის ექიმებმა ადრე განაცხადეს, რომ მათ ნავალნის მკურნალობისას ნერვული აგენტის ანტიდოტი გამოიყენეს და შარიტეს სამედიცინო პერსონალმაც გამოიყენა ის ნავალნის მკურნალობისას.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნავალნის შესახებ მონაცემები გადაეცა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა.

რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ 10 სექტემბერს გაიმეორა მოსკოვის პოზიცია ამ ინციდენტის შესახებ და განაცხადა, რომ რუსეთს "არ აქვს გამოძიების დაწყების საფუძველი" ნავალნის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG