Accessibility links

საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ხუთ მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ


საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. მოქალაქეები მერს აირჩევენ ქუთაისის, კასპის, ონის, ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, 31 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს, 11 სექტემბერს, თქვა, საკრებულოების შუალედურ და მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს უკვე შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით და გაიარონ რეგისტრაცია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG