Accessibility links

გიორგი ვაშაძეს COVID-19 არ დაუდასტურდა


"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის ცნობით, გიორგი ვაშაძეს COVID-19 არ დაუდასტურდა. მისივე თქმით, პარტიაში უკვე შედგენილია ინფიცირებულთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი 87 ადამიანის სია და ის გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

"გუშინ ჩვენი პარტიის წევრს თაკო ჩარკვიანს დაუდასტურდა COVID-19, შესაბამისად, სწრაფად მოვახდინეთ მობილიზება და ჩვენ თვითონვე დაავადებათა კონტროლის ცენტრს ყველა პირის სავარაუდო კონტაქტები მივაწოდეთ გუშინვე. გიორგი ვაშაძემ ანტისხეულებზე როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტირება ჩაიტარა. პასუხი არის უარყოფითი", – თქვა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი ვაშაძე თაკო ჩარკვიანის კოვიდინფიცირების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მან გუშინ, 11 სექტემბერს გავრცელებულ Facebook პოსტში აღნიშნა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თაკო ჩარკვიანთან 12 დღეა შეხება არ ჰქონია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს ახალი კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა.

11 და 12 სექტემბერს საქართველოსთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა და დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 000-ს გადააჭარბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG