Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაგმო ისრაელსა და ბაჰრეინს შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრული აღდგენა


12 სექტემბერს ირანმა „სამარცხვინო და საძრახისი გადაწყვეტილება“ უწოდა ისრაელსა და ბაჰრეინს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც, თეირანის თანახმად, „ისტორიაში შევა, როგორც სკანდალური აქტი“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაჰრეინი დაადანაშაულა იმის გამო, რომ მან გაწირა მრავალტანჯული პალესტინელი ხალხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის სანაცვლოდ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ერთად ბაჰრეინი სპარსეთის ყურის მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც 11 სექტემბერს აღიარა ისრაელი და შეუთანხმდა მას ურთიერთობათა ნორმალიზების შესახებ. ორივე შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ აშშ-ის შუამავლობით.

„კიდევ ერთი ისტორიული გარღვევა“, დაწერა ტვიტერით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს ბაჰრეინის მეფემ, ჰამად ბინ ისა ალ-ხალიფამ, ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ტრამპმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG