Accessibility links

სომხეთმა გამოაცხადა ოთხთვიანი კარანტინი კორონავირუსის გამო


ნიკოლ ფაშინიანი სომხურ სოფელს სტუმრობს

სომხეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა ოთხთვიან კარანტინზე გადასვლა.

აღნიშნული გადაწყვეტილების იმის გამო იქნა მიღებული, რომ 11 სექტემბერს ამოიწურა 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა.

კარანტინი სომხეთში 11 სექტემბრიდან მომდევნო წლის 11 იანვრამდე იმოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში იკრძალება სომხეთში უცხოელი მოქალაქეების შესვლა სახმელეთო გზით, გარდა დიპლომატიური მისიების თანამშრომლების, სატვირთო მანქანების მძღოლებისა და გარდაცვლილთა ჭირისუფალთათვის.

შემოწმებას დაექვემდებარება ქვეყანაში შესული ყველა ადამიანი. კორონავირუსის ინფექციის შემთხვევაში, პირს გადაიყვანენ საავადმყოფოში, ვისაც კორონავირუსი არ აღმოჩნდება, მას ორკვირიან კარანტინში გაუშვებენ.

ქვეყანაში კვლავინდებურად სავალდებულოა ნიღბების ტარება და იკრძალება 60-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

განვილი დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში გამოვლინდა ახალი კორონავირუსის 172 შემთხვევა, ორი პაციენტი გარდაიცვალა.

ეპიდემიის განმავლობაში საშიში ინფექცია აღმოაჩნდა სულ მცირე 45 500-ს ადამიანს, 1189 პაციენტი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG