Accessibility links

logo-print logo-print

“რუსთავი 2“-ში სტუმრების მისვლა აიკრძალა


"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ცნობით, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში ტელევიზიაში მკაცრი საკარანტინო წესები იმოქმედებს, რაც იმასაც გულისხმობს, რომ გადაცემებში სტუმრების მოსვლა, არსებული ეპიდვითარების გათვალისიწინებით, შეზღუდული იქნება.

"დღეს მიმდინარეობს განმეორებითი ტესტირება იმ ადამიანებისა, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა თეონა ცხომელიძესთან. ასეთი დაახლოებით სულ 60 ადამიანია. ასევე, ფაქტობრივად, აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა“, - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია.

ტელეკომპანიის ოფისში ყოველ 24 საათში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და, როგორც არხის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი იმნაიშვილი ამბობს, ასეთი გზით ცდილობენ აარიდონ საფრთხე თანამშრომლებს და მათ, ვინც "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობს.

ტელეკომპანიის ერთ-ერთ ჟურნალისტს, "კურიერის" წამყვან თეონა ცხომელიძეს Covid-19 გუშინ დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG