Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარა: PCR-ტესტების ჩატარება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კორონავირუსზე ე.წ. PCR-ტესტების ჩატარება ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. მოქალაქეებმა კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე უნდა მიაკითხონ.

ეს პოლიკლინიკებია: ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2; საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30; ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20; N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7 და თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4.

ტესტირებისთვის კარვები გაშლილია ბათუმში - ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მერიის შენობასთან.

აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა „მედალფა“ და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციენტები.

მზადდება 300-მდე საწოლი.

18-65 წლამდე პაციენტებს, ვისაც დაავადება უსიმპტომოდ განუვითარდება, გადაიყვანენ შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ“, - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

13 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG