Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი დაუდასტურდა თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს


მას შემდეგ, რაც დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტუდენტს Covid-19 დაუდასტურდა, ყველა პირი, ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

თავისუფალი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ბექა კოკაიამ რადიო თავისუფლებას ფაქტი დაუდასტურა და გვითხრა, რომ უნივერსიტეტმა სწავლა დაიწყო 7 სექტემბერს, შემოწმების შემდეგ.

მისი სიტყვებით, ყველა შემომსვლელს უზომავდნენ ტემპერატურას, კონტროლდებოდა პირბადის ტარების წესიც. სტუდენტი კი, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა, უსიმპტომო იყო:

„ამ კონკრეტულ სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნის დროს არ ჰქონდა სიმპტომები. გვიან ღამე გამოუვლინდა სიმპტომები და დარეკა დეკანთან. ჩვენ ვურჩიეთ, რომ აღარ მოსულიყო უნივერსიტეტში და გაეკეთებინა ტესტი. სამწუხაროდ, ვირუსი დადასტურდა. იმ ფაკულტეტს, სადაც ეს სტუდენტი სწავლობს, ცალკე, იზოლირებული ფლიგელი აქვს, რომელსაც ჩაუტარდა დეზინფექცია. ასევე, სტუდენტს ეკეთა პირბადე. შეხება ჰქონდა რამდენიმე ჯგუფელთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ეპიდემიოლოგებთან. დავირუსებული სტუდენტის იმ ჯგუფელები, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, გავაფრთხილეთ და ისინიც ჩაიტარებენ ტესტებს”, - უთხრა ბექა კოკაიამ რადიო თავისუფლებას.

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 2227 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG