Accessibility links

სერგო ჩიხლაძე: „სტრატეგია აღმაშენებლის“ არცერთ თანაგუნდელს Covid-19 არ დაუდასტურდა


პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ამ დროისათვის პარტია მკაცრი წესების დაცვით მუშაობს. კორონავირუსი მის არცერთ თანაგუნდელსა და თანამშრომელს არ დადასტურებია.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მათივე თანაგუნდელის, საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი კანდიდატის, თაკო ჩარკვიანის დიაგნოზი, პარტიის სხვა წევრებსაც ჩაუტარდათ ტესტირება.

სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ პარტიის ოფისებში დაცულია უსაფრთხოების ყველა წესი, შეზღუდულია დახურულ სივრცეში ადამიანების რაოდენობა, ხოლო თანამშრომლების ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე.

რაც შეეხება ამომრჩეველთან შეხვედრას, ისიც მკაცრი რეგულაციების დაცვით გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG