Accessibility links

site logo site logo

გორში ახალგაზრდა კაცი მოკლეს


გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ის სასიკვდილოდ დანით დაჭრეს.

დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.

ამ წუთებში ანწუხელიძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მკვლელობა და რა იყო დანაშაულის მოტივი.

დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG