Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის კანცლერმა ეპიდემიის „მეორე ტალღის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა


ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის „მეორე ტალღის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა.

„ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, „მეორე ტალღის“ დასაწყისია. ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება. ორი კვირის წინ ჩვენ დავარეგისტრირეთ დღე-ღამეში 350 ინფიცირებული, გუშინ - 850“, - განაცხადა სებასტიან კურცმა და დასძინა, ეს რიცხვი მალე 1000-ს მიაღწევსო.

გაზეთ Die Presse-ს თანახმად, ყველაზე სახიფათო ვითარებაა ვენაში, ავსტრიის დედაქალაქზე მოდის კორონავირუსის შემთხვევების 50%. ავსტრიის კანცლერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რათა შეაჩერონ ვირუსის გავრცელება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში შეინიშნება კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა.

12 სექტემბერს საფრანგეთში ეპიდემიის დაწყებიდან პირველად, ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში გადასცდა 10 000-ს. კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესახებ მოქალაქეები გააფრთხილა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც.

მესამე დღეა ინფიცირებულთა რაოდენობა დღეში 1000-ს აჭარბებს ჩეხეთში. საგრძნობლად მატულობს კორონავირუსის შემთხვევები უნგრეთშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG