Accessibility links

აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევაა გამოვლინდა


გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსიკო შავიშვილის განმარტებით, რეგიონში ტესტირება 2 300 მოქალაქეს ჩაუტარდა. მისი თქმით, ამ დროისათვის ბათუმის ჰოსპიტალურ ცენტრებში 238 პაციენტი მკურნალობს. მათ შორისაა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ინფექციური საავადმყოფო და კლინიკა მედალფა. 97 კოვიდ პაციენტია გადაყვანილი საკარანტინე სივრცეში. მათ კორონავირუსის მსუბუქი, უსიმპტომო მიმდინარეობა აქვთ.

აჭარაში არის შიდაგავრცელება, ამიტომ კლასტერებზე აღარაა საუბარი, თქვა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსიკო შავიშვილმა: „კლასტერული ხედვა აღარ არის, იმიტომ რომ არის ფართო გავრცელება, საზოგადოებრივ ფენებშია ეს გასული“ - აღნიშნა მან.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG