Accessibility links

ლაგოდეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევაა


ლაგოდეხში კორონავირუსი დაუდგინდა სასაზღვრო პოლიციის ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის 4 წევრს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი გოზალიშვილმა.

ლაგოდეხიდან თბილისის „ლუგარის ლაბორატორიაში“ სულ 12 ნიმუში იყო გაგზავნილი. კორონავირუსი აღმოაჩნდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის ცოლს, ორ შვილსა და ბაბუას.

თავად მესაზღვრეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა. ის აჭარაში იმყოფებოდა, ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა სამსახურში არ მისულა, რადგან ცხელება ჯერ კიდევ გზაში ჰქონდა და ლაგოდეხში ჩასვლისთანავე მიმართა ადგილობრივ „ცხელების ცენტრს“. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღეს, 14 სექტემბერს, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG