Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობისა და სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება - საკოორდინაციო საბჭო


​საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრულ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება. გადაწყვეტილების შესახებ მედიას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ახლა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პერიოდისგან განსხვავებით, სამედიცინო სექტორი მომზადებულია.

"შემთხვევების მატების გამო შეზღუდვების დაწესებას ქვეყანა ვეღარ გაუძლებდა... ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა და მაქსიმალურად შეგვეკავებინა ვირუსის გაგრძელება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა არის მომზადებული. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ასეთი განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს, როგორიც ჩვენ, და სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, დიდი ჰუმანური და ეკონომიკური დანაკარგის წინაშე დადგნენ", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 2 392 პირს დაუდასტურდა. მათგან 1 369 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე დღეა, დღიურად ვირუსი 100-ზე მეტ პირს უდასტურდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG