Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს - ისინი დუმილის უფლებას იყენებენ


მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ძალაში დატოვა 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა.

სასამართლომ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. სახელმწიფო ბრალდება მიიჩნევს, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს.

ადვოკატები ბრალდებულთა ნაწილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილის კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდნენ.

სასამართლო პროცესზე ასევე განიხილეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი. ბრალდებულები (საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე, ირაკლი წაქაძე, არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ნიკა ჟვანია, ირაკლი მუმლაძე, თენგიზ ბარბაქაძე და გიგა ტატიაშვილი) დუმილის უფლებას იყენებენ და ბრალს არ აღიარებენ. მათ ბრალად ედებათ ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, სხეულის მსუბუქი დაზიანება და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი კი 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ცალკე საქმედ არის გამოყოფილი განზრახ მკვლელობის ეპიზოდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG