Accessibility links

დაიკარგა 14 წლის მოზარდი


გარდაბნის რაიონის სოფელ ქვემო თელეთში 14 წლის მოზარდი დაიკარგა. ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი 12 სექტემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ტელეკომპანიას ბავშვის ბებიამ განუცხადა, რომ სათვალთვალო კამერამ ბოლოს მოზარდი თბილისში დააფიქსირა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

როგორც შსს-ში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG