პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ მცხეთაში პარტიული სიის ათეული და რამდენიმე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
ეკა ბესელია - პარლამენტის წევრი - მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
იასე ზაუტაშვილი - იურისტი, ეკონომისტი;
ჯავარა უგრეხელიძე - მედიცინის დოქტორი;
ზაზა წერეთელი - მედიცინის დოქტორი, იურისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
თემურ რობაქიძე - ეკონომისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
დოდო შონავა - ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე;
სევა ჯუღელი - დიპლომატი, ექიმი, მწერალი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
სოსო დარსაველიძე – ექიმი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ინგა მახარაძე – ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ნუგზარ ლომიშვილი – იურისტი, სამართალმცოდნე - გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
კახა ცეცხლაძე – ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
მირიან პაპუნიძე - ეკონომისტი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი;
ქეთი ყრუაშვილი - პოლიტსაბჭოს ახალი წევრი.
პარტიამ, აგრეთვე, გამართა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.
დაწერეთ კომენტარი