Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მოხუცებულთა თავშესაფრის ხუთ მობინადრეს დაუდასტურდა COVID - 19


ერთი თანამშრომელი და ხუთი ბენეფიციარი დაინფიცირდა COVID - 19-ით ბათუმში, მოხუცებულთა თავშესაფარში. როგორც დაწესებულების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანემ (ბარამიძე) „ინტერპრესნიუსს" უთხრა, ხანდაზმულების მდგომარეობა სტაბილურია და უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როგორც დეკანოზი ამბობს, თავშესაფარში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პერიოდულად ატარებდნენ გამოკვლევებს.

„ბოლოს რამდენიმე დღის წინ, ნიმუშები აგვიღეს და ეპიდემიოლოგები რეკომენდაციები გასცეს. ხუთს დაუფიქსირდა ერთდროულად, მათი ოთახები დაკეტილია, რადგან დეზინფექცია უნდა ჩატარდეს", - თქვა მან.

რაც შეეხება თანამშრომელს, ის შვებულებაში 2 სექტემბერს გავიდა.

დაწესებულებაში ამ დროისათვის 120 ხანდაზმული ცხოვრობს.

14 სექტემბერს, დილით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG