Accessibility links

site logo site logo

ქუთაისის კლინიკაში მოათავსეს სოხუმიდან ჩამოყვანილი COVID - 19-ით ინფიცირებული პაციენტი


ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე COVID - 19-ით ინფიცირებული 69 წლის მამაკაცი ჩამოიყვანეს. როგორც რადიო თავისუფლებას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში უთხრეს, პაციენტი სოხუმის მცხოვრებია.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის რეანიმობილით ტრანსპორტირებული იქნა ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „ლჯ და კომპანიაში“, - აცხადებენ რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ხელმძღვანელი ანზორ ქობალია ამბობს, რომ ჯერჯერობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შეაფასებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, COVID - 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 186 და გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG