Accessibility links

საქართველოში 10-ზე მეტით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი


სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე დღეს, 15 სექტემბერს განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1381-ია.

ამავე საიტზე 14 სექტემბერს აღრიცხული იყო გამოჯანმრთელების 1369 შემთხვევა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საიტზე, 14 სექტემბერს ეს მაჩვენებელი 1370-ს შეადგენდა.

დღეს დილით საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG