Accessibility links

logo-print logo-print

აფხაზეთში COVID-19-ით გარდაიცვალა მე-7 პაციენტი


სოხუმში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი.

84 წლის ქალი 13 სექტემბერს გარდაიცვალა, თუმცა, ინფორმაცია ორი დღის შემდეგ გაავრცელა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა. მისი ცნობით, ქალს სახლში მკურნალობდნენ, ადგილზე მისულმა სამედიცინო ბრიგადამ სუნთქვის მწვავე უკმარისობა და სისხლში ჟანგბადის ვარდნა დააფიქსირა, ტრანსპორტირების მცდელობისას კი, პაციენტს გული გაუჩერდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.

დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 674 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 186.

აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ გახსნა რუსეთთან გაზაფხულზე დაკეტილი ე.წ. საზღვარი და რუსი ტურისტების მიღება დაიწყეს. ოკუპირებულ რეგიონში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა აპრილში დაადასტურეს, ივლისის ბოლომდე აღრიცხული ჰქონდათ 81 შემთხვევა, 31 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით კი, უკვე 593.

დღეიდან, 15 სექტემბრიდან რუსეთთან „საზღვარი“ გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამაც, რომელსაც მაისის შემდეგ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 90 შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG