Accessibility links

არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი თეთრ სახლში გააფორმებენ ხელშეკრულებებს ისრაელთან


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის შეთანხმების მიღწევის გამოცხადების შემდეგ. თეთრი სახლი, 2020 წ. 13 აგვისტო.

15 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში გამართავს ცერემონიას, რომელზეც არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეკრულებებს მოაწერენ ხელს.

ტრამპმა, რომელიც 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცდილობს, წარმოაჩინოს ახლო აღმოსავლეთში საგარეო პოლიტიკის წარმატება, ხელშეკრულებას უწოდა „ჭეშმარიტად ისტორიული“ და „გარღვევა“ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი მშვიდობისთვის.

ტრამპმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხმა მუჰამად ბინ ზაიედმა 13 აგვისტოს გამოაცხადეს ისრაელსა და საამიროებს შორის გარიგების შესახებ. 11 სექტემბერს მსგავსი შეთანხმების შესახებ გამოცხადდა ისრაელსა და ბაჰრეინს შორის.

შეთანხმებები ამყარებს არაოფიციალურ ალიანსს ირანის წინააღმდეგ. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, ისინი მიანიშნებს, რომ თითოეული არაბული სახელმწიფო „აღიარებს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან მომდინარე საერთო საფრთხე ძალზე, ძალზე რეალურია“.

შეთანხმებებს კრიტიკა მოჰყვა ირანის, თურქეთისა და პალესტინელების მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG