Accessibility links

ტოჩინოშინმა სექტემბრის ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა


ლევან გორგაძე

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა და სასტარტო ორი მარცხის შემდეგ პირველი ქულა აიღო ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილმა ქართველმა სეკიტორიმ, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირს მეოთხე მაეგაშირას წოდებით ატარებს, დღეს, ასევე, მეოთხე მაეგაშირა იუტაკაიამას აჯობა და უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

16 სექტემბერს გასამართ მეოთხე ტურის შეხვედრაში ტოჩინოშინის მეტოქე მეხუთე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება. მას აქამდე ცხრამეტჯერ დაეჭიდა და აქედან თორმეტჯერ მოუგო. ბაშოზე, ტრადიციულად, თხუთმეტი ტური გაიმართება და, საბოლოო დადებითი ბალანსის შემთხვევაში, ლევან გორგაძე პირადი რეიტინგის გაუმჯობესებას გაინაღდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG