Accessibility links

„დაავალე მიშას“ - „ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას იწყებს


"დაავალე მიშას" - ამ სახელწოდების კამპანიის დაწყების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი სიტყვებით, საქართველოს მასშტაბით პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას და ხვდებიან მოსახლეობას. ისინი შემოივლიან სოფლებს, ქალაქებს, რაიონებს, მიიღებენ დავალებებს მოქალაქეებისგან, თუ რა საკითხების გადაჭრა მიაჩნიათ აუცილებლად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ეს მოთხოვნები გადაეცემა პრემიერმინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას "დაავალე მიშას", რა ნიშნავს შემდეგს, ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ "ნაციონალური მოძრაობისგან" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან... ეს დავალებები გადაეცემა ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატს და შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის მოსაზრებას და თავის გეგმას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია მოსახლეობაში“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, მდიდარი საქართველოს ასაშენებლად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" დავალებებს ელის.

მიხეილ სააკაშვილი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ 7 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.

ასევე ნახეთ: სააკაშვილი: ვიქნები პრემიერ-მინისტრი მაქსიმუმ ორი წელიწადი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG