Accessibility links

ომბუდსმენის შეფასებით, შემაშფოთებელია ხანდაზმულთა პანსიონატში COVID-19-ის შემთხვევები


ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შემთხვევათა მზარდ ტენდენციას ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. ის მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე, გააძლიერონ რისკების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები და თვალი მიადევნონ შესაბამისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ და სხვა დაწესებულებებში პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სერვისის სხვა მიმწოდებლები ყველა ძალისხმევას გაწევენ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბათუმის მოხუცთა თავშესაფრის 120 მობინადრეს და 70 თანამშრომელს PCR-ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც 14 სექტემბერს, 5 მობინადრეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღებული ყველა ტესტის პასუხი 15 სექტემბრის დილის მონაცემებით უარყოფითია, ამის თაობაზე ბათუმის სათნოების სახლ „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG