Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველო" პლაკატების დაზიანების გამო "ქართული ოცნების" დაჯარიმებას ითხოვს


"ევროპული საქართველო" ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას პლაკატების დაზიანების გამო "ქართული ოცნების" დაჯარიმებას ითხოვს. პარტიამ საჩივრით ცესკოს 6 სექტემბერს მიმართა.

​საჩივრის მიხედვით, მმართველმა პარტიამ საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის პლაკატების გასაკრავად უკვე გაკრული გიგი უგულავას საარჩევნო რეკლამა ჩამოხია, ზოგან კი ზედ გადააკრა. ამ მოტივით "ევროპული საქართველო" "ქართული ოცნების" 1 000 ლარით დაჯარიმებას მოითხოვს.

საკითხი ცესკომ შეისწავლა და ზუგდიდის მერიას რეაგირებისთვის გადაუგზავნა. სამართალდარღვევათა ოქმი ახლა ზუგდიდის მერიამ უნდა გამოწეროს და სასამართლოს გადაუგზავნოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG