Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში პოპკულტურის ვარსკვლავები აპროტესტებენ სოციალური მედიით გავრცელებულ დეზინფორმაციას


აშშ-ში პოპულარული კულტურის რამდენიმე ვარსკვლავი აცხადებს, რომ 16 სექტემბერს ერთი დღით გააუქმებს თავის ანგარიშებს ფეისბუკსა და ინსტაგრამზე და ამით შეუერთდება კამპანიას სოციალური მედიის პლატფორმებზე სიძულვილის და პროპაგანდის შესაჩერებლად.

ერთდღიან კამპანიაში მონაწილეობენ მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო, საშა ბარონ კოენი, ჯენიფერ ლოურენსი, აგრეთვე კიმ კარდაშიანი, რომელსაც ფეისბუკის კუთვნილ პლატფორმა ინსტაგრამზე 188 მილიონი გამომწერი ჰყავს.

კამპანიის ორგანიზატორია კოალიცია Stop Hate for Profit, რომელიც ფეისბუკს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს მისი პლატფორმებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და სიძულვილს. ფეისბუკის ხელმძღვანელი, მარკ ზაკერბერგი ივლისში შეხვდა კოალიციის წარმომადგენლებს, თუმცა კოალიცია ბოიკოტს აგრძელებს და აცხადებს, რომ ფეისბუკმა ვერ შეძლო სიძულვილის შემცველი მასალების გავრცელების აღკვეთა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG