Accessibility links

ტოჩინოშინმა ბალანსის განულების შანსი ვერ გამოიყენა


აკი ბაშოს მეოთხე დღეს, ლევან გორგაძემ მესამე ქულა დაკარგა და უარყოფითი ბალანსი გაიუარესა. ტოჩინოშინის საბრძოლო მეტსახელით ცნობილი ქართველი სეკიტორის ანგარიშზე ჯერჯერობით ერთადერთი გამარჯვებაა. პროგრამა მინიმუმის - კაჩი-კოშის (საბოლოო დადებითი ბალანსის) შესასრულებლად კი, დარჩენილი თერთმეტი შეხვედრიდან შვიდის მოგება სჭირდება.

შემოდგომის პირველ სუპერტურნირზე მეოთხე მაეგაშირას რანგში მოჭიდავე გორგაძე დღეს ნაცნობ მეტოქეს - მეხუთე მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაეჭიდა, რომელთანაც აქამდე გამართული ცხრამეტი ბრძოლიდან თორმეტი ჰქონდა მოგებული. ამჯერად წარმატებას ტაკარაფუჯიმ მიაღწია და აშკარად გამოჩნდა, რომ ქართველი სუმოისტი მუხლის ტრავმის გამო თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენას ვერ ახერხებს.

ხვალ გასამართ მეხუთე ტურში ტოჩინოშინი მეექვსე მაეგაშირა ტაკაიასუს დაუპირისპირდება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე სამი მოგება და ერთი წაგება აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG